კვერნაძის გუნდის ქულა უხვგოლიან მატჩში

0
0

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია A-ში სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდა და გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ის „ფროზინონეს“ არცერთ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობდა.
მატჩის პირველ წუთზე სტუმრები შმიდმა დააწინაურა, ხოლო მე-14 წუთზე კრსტოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მე-17 წუთზე შმიდმა დუბლი შეასრულა. 33-ე წუთზე ედერსონმა პენალტი გამოიყენა – 2:2. 45-ე წუთზე კრსტოვიჩმა სტუმართა კარი მეორედ აიღო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში კალომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 50-ე წუთზე ელმასმა „ატალანტა“ წინ გაიყვანა. 82-ე წუთზე „ფროზინონედან“ თავი ტერზიჩმა გამოიჩინა და ამ გოლმა საბოლოოდ სტუმრებს ქულა მოუტანა. „ფროზინონე“ 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი