ქვილითაიამ გერმანიაში ანგარიში გახსნა

0
0

გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილის“ შემადგენლობაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ჰოლშტაინ კილმა“ სახლში დრეზდენის „დინამოს“ 2:0 აჯობა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 57-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-9 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ქვილითაიამ შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა.
63-ე წუთზე სტუმრებიდან პენალტი ჰაუპტმანმა პენალტი ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ტერკელსენმა გამოიჩინა. 83-ე წუთზე დრეზდენელთა კარი ჰარესმა აიღო. „ჰოლშტაინ კილი“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
33 წლის ქვილითაია გერმანულ გუნდს ზაფხულში შეუერთდა და ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა. ამის გამო, მან მეორე ბუნდესლიგაში მეოთხედ ითამაშა და თავი პირველად გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი