კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში დაიწყო, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტემ“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდის წარმატება შემთხვევითი არ იყო, რადგან ტყიბულეკებმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს.
შეხვედრის 27-ე წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე შოთა შეყილაძემ ერთი მეურვე ჩამოიცილა და კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გვინეელი ფორვარდი მოჰამედ კანტე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
66-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა გორელთა საჯარიმოში ბექა გაბისკირია მოძებნა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ვარდნაში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.
75-ე წუთზე „დილას“ საჯარიმოსთან მიახლოებულმა გიორგი პაპუაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ გადაცემა გააკეთა და გამბიელი მცველი მამინ სანიანგი ბურთის დამუშავების დროს შეცდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა მათე კვირკვიამ გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „მეშახტემ“ მე-4 წრეში პირველი, ხოლო მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო – 20 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ბერძენი დიამადის ვავალისის გაწვრთნილ „დილას“ 40 ქულა აქვს და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





