ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა. 29-ე ტურში „შანდუნმა“ სტუმრად „უხანი“ 5:3 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-18 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ყაზაიშვილმა კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კრიზანი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
83-ე წუთზე, კრიზანმა ქუსლით კარგი პასით მეკარეს ყაზაიშვილი შეატოვა, რომლის დარტყმის მერე ანგარიში 3:4 გახდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ლიუ იანგმა კარის წინ მდგომი ქართველი მოძებნა, რომელმაც თავით საბოლოო წერტილი დასვა. 33 წლის ყაზაიშვილმა ამ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 10 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





