ვოლკოვის ქულის მომტანი თავური

0
4

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა. მე-8 ტურში „ზირეს“ სტუმრად „ქიაფაზთან“ ქულა საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა ააღებინა.
მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. მასპინძლების შემადგენლობაში ორი ტაიმის ქუთაისის „ტორპედოს“ და წყალტუბოს „სამგურალის“ ექსმცველმა მათე აბულაძემ გაატარა.
მასპინძლები 57-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მყოფ პაპუნაშვილს ანგარიშის გათანაბრება 78-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს აბულაძე გადაეფარა.  89-ე წუთზე ალიევის პასის შემდეგ, მასპინძლების საჯარიმოში ვოლკოვმა „მეორე სართულზე“ ყველას აჯობა და თავით ანგარიში გაათანაბრა. „ზირე“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი