„რეალმა“ „სევილიასთან“ „დახატა“ – ქოჩორაშვილი ტრავმირებულია

0
3

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში „სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის გარეშე მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი წვივის ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
„რეალმა“ ძალიან შთამბეჭდავი თამაში აჩვენა და ანდალუსიელები ლამაზ სტილში დაამარცხა.
შეხვედრის 30-ე წუთზე დიომანდეს გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მყოფმა არდა გიულერმა მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო.
37-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა „სევილიას“ საჯარიმოში კილიან მბაპე მოძებნა, რომელმაც ბურთი ტრიალში მიიღო, შემდეგ მცველსა და მეკარეს გაცდა, ხოლო მინი-შედევრი გოლით დაასრულა. 63-ე წუთზე მბაპემ პენალტიდან დუბლი შეასრულა.
მე-80 წუთზე „რეალის“ მცველები თავის ნახევარზე შეცდნენ და ბუენომ საჯარიმოს ხაზიდან ერთი ბურთი გაქვითა. 82-ე წუთზე დიომანდემ თავისი რეიდი „ცხრიანში“ გატანილი გოლით დაასრულა. „სევილიას“ 14 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი