გაგუას გოლი ოქტომბერში სლოვაკეთში საუკეთესოა

0
1

გიორგი გაგუას მიერ „რუჟემბეროკის“ კარში გატანილი გოლი ოქტომბერში სლოვაკეთში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ სლოვაკეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
26 ოქტომბერს გამართულ მე-12 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ შინ „რუჟემბეროკი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო სასტარტოში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 75-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-5 წუთზე გაგუამ ქუსლით კედელი ტრუსასთან გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა ასევე ქუსლით ბურთი ისე გაისწორა, რომ მის გარშემო მყოფი 4 მცველი სახტად დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის პირველობაზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან სლოვაკეთის თასზე ერთხელ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ შეხვედრაში თავი ასევე ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი