ესპანური ფეხბურთის ლეგენდა „ოვიედოს“ გაწვრთნის

0
1

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაული სათავეში სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ოვიედოს“ ჩაუდგა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. რაულმა 1994-2010 წლებში „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 741 მატჩი ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.
გარდა ამისა, ის გერმანიის „შალკეში“, კატარის „ალ-სადში“ და ამერიკულ „ნიო იორკ კოსმოსში“ გამოდიოდა. საკლუბო დონეზე მან 942 შეხვედრაში 404 ბურთი შეაგდო.
ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 1996-2006 წლებში იცავდა და 102 თამაშში მეტოქეთა კარი 44-ჯერ აიღო.
49 წლის რაული მწვრთნელის რანგდში 2019-2025 წლებში „რეალის“ 18-წლამდელთა გუნდსა და „კასტილიას“ ავარჯიშებდა. „ოვიედო“ პირველი დიდი გუნდია მის კარიერაში. 13 ტურის შემდეგ, „ოვიედოს“ 21 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი