ჟიტომირის „პოლესიემ“, რომელშიც გიორგი მაისურაძე გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში შინ კიევის „დინამო“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ზედიზედ მეხუთე თამაში ჩაატარა. ის სეზონის სტარტზე სასტარტოში ვერ ხვდებოდა და მე-4 ტურში დონეცკის „შახტართან“ მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა. მას მერე მაისურაძე საწყის თერთმეტეულში დამკვიდრდა.
მასპინძლებს მატჩის მე-5 წუთზე მეკარე გაუძევეს, ხოლო სტუმრებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. „პოლესიემ“ საპასუხო ბურთი 26-ე წუთზე გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე მაისურაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. შესვენების შემდეგ, ჟიტომირელებმა კიეველთა კარი 68-ე წუთზე პენალტიდან აიღეს, ხოლო 76-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.
„პოლესიეს“ 22 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „შახტარს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





