საზონოვის დებიუტი კონფერენს ლიგაში გადაიდო

0
1

„ხეტაფე“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში სტუმრად რუმინეთის „უნივერსიტატიას“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
შეხვედრის 59-ე წუთზე მასპინძლები ალ ჰამლავიმ დააწინაურა. ესპანელებიდან თავი 81-ე წუთზე გუდელმა გამოიჩინა.
„ხეტაფე“, რომელიც კონფერენს ლიგაში თბილისის „იბერიას“ მეტოქეა, მომდევნო თამაშს 22 ოქტომბერს შინ შვეიცარიის „ლუგანოსთან“ ჩაატარებს. ესპანელები თბილისს მეოთხე ტურში 26 ნოემბერს ესტუმრებიან.
ლაშა თაბაგარი