გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილის გამოდიან, უეფას ევროპა ლიგის ფაზის მეორე ტურში სტუმრად ინგლისის „ბორნმუთთან“ 0:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან განაცხადში არცერთი იყო, რადგან ტრავმირებული არიან.
მატჩის 43-ე წუთზე მასპინძლები ევანილსონმა დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე ავსტრიელთა კარი რაიანმა აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი როდრიგესმა დასვა.
„შტურმი“ ევროპა ლიგის ფაზის მესამე ტურში 22 ოქტომბერს გრაცში ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





