პსჟ-ს გაკვეთილი „სიტის“ – კვარაცხელია ისევ შეცვლაზე

0
2

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-2 ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მან ერთხელ გაამწვავა ვითარება, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა „ცაციათი“ შორეულ კუთხეში უზუსტოდ დაარტყა.
შეხვედრის მე-13 წუთზე დუემ მეტოქის ნახევარზე მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და დონარუმას ახლო კუთხეში გაუტანა. მე-15 წუთზე დუემ მარცხენა ფლანგზე ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და ბურთი თავზე „დაასვა“ დემბელეს, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 32-ე წუთზე ვიტინიამ თითქმის საჯარიმოს ხაზიდან მასპინძლების კარი აიღო.
53-ე წუთზე ჰოლანდმა პარიზელთა საჯარიმოში პაჩოს დაასწრო და თავით გაიტანა. 62-ე წუთზე აკლიუშმა ანგარიშში სამბურთიანი სხვაობ აღადგინა. 75-ე წუთზე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. მას მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავით ბურთი ზედა ძელს მოახვედრა. გარდა ამისა, ენცო ფერნანდესის დარტყმული ბურთი გვერდითი და ზედა ძელის კვეთამ აისხლიტა.
90-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი ფერან ტორესს ჰქონდა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მაგრამ პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და დონარუმამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
პსჟ-მ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 6 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი