მიქაუტაძის სეზონის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში

0
0

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი გოლი შეაგდო. მეორე ტურში ესპანურმა გუნდმა იტალიური „ნაპოლი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, მასპინძლების თავკაც ინიგო პერესს ამის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა, რადგან გიორგიმ ამ სეზონში ჯერჯერობით თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის მე-8 წუთზე რაჰმანის დარტყმული ბურთი ძედა ძელს მოხვდა და ისევ ნეაპოლელთა მცველს მიუვიდა, რომელმაც მასპინძელთა კარი აიღო. ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთს სტუმართა მცველი გადაეფარა.
23-ე წუთზე პოლიტანომ თავის ნახევარზე მეკარეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც მიქაუტაძემ ჩაჭრა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გაათანაბრა. 26-ე წუთზე მოურინიომ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და  „ნაპოლის“ კარი აიღო. 86-ე წუთზე ესპანელთა კარგი კომბინაცია საჯარიმოში მდგომმა ოლუვასეიმ გოლით დააგვირგვინა. „ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი თამაში მოიგო. მიქაუტაძემ 2026-2027 წლების სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა. მანამდე, მან ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი