საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიო 2028 წლის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის პირველ შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოსთან ბოლო წუთზე 2:3 დამარცხდა. არადა, ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
შეხვედრის მე-4 წუთზე შოთა თოფურიას გადაცემის მერე გიორგი ჩიმაკაძემ გახსნა. მე-20 წუთზე ლევან სვანიძემ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დააწინაურა.
მერე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელბმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს – ერთ შემთხვევაში ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო მეორედ – ხარიხას. 33-ე წუთზე რუკოვციმ ერთი ბურთი გაქვითა. 37-ე წუთზე მახარაჯის დარტყმის შემდეგ, მეკარე ალი ასლანს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. მე-40 წუთზე კოსოვოელთა კონტრშეტევა დევრიშაის გამარჯვების გოლით დასრულდა.
ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





