„სევილიამ“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა – ქოჩორაშვილმა სასტარტოში ითამაშა

0
0

ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ გასვლაზე „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობტ აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-13 წუთზე სევილიელები ურემ დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 54-ე წუთზე სტუმრები კიდევ უფრო წინ კორეამ გაიყვანა. 57-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი რომერომ გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ლევანტედან“ თავი დელამ გამოიჩინა. სამ წუთში „სევილიადან“ გოლი რომერომ გაიტანა, რომელიც ერთ წუთში მეორე ყვითელი ბარათისთვის გააძევეს. დამატებულ მე-10 წუთზე მასპინძლებს ქულა ნდუკვემ გადაურჩინა.„სევილია“ 14 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი