აბუაშვილის „მეცი“ დიჟონში დამარცხდა

0
0

„მეცი“, რომელშიც გიორგი აბუაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში სტუმრად „დიჟონს“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
„დიჟონმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგო –  მე-19 წუთზე ვარგას-რიოსმა გაიტანა, 24-ე წუთზე – ლაგო, ხოლო 32-ე წუთზე – ტავარეშმა, სტუმრებიდან კი 44-ე წუთზე თავი ფალმა გამოიჩინა.
69-ე წუთზე დიჟონელებიდან „მეცის“ კარი ბერნარდმა აიღო. 88-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე ფალმა შეამცირა. „მეცი“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეათეა.
ლაშა თაბაგარი