ჩაკვეტაძის პირველი სრული მატჩი „უდინეზეში“

0
6

გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში უდინელები გასვლაზე „ტორინოს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს მთავარმა მწვრთნელა კოსტა რუიანიჩმა თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. გიორგი ცენტრშიც იყო, მარცხნივ და მარჯვნივაც, ბურთიც ხშირად ჰქონდა. მატჩის დასაწყისში მას ორი ხელსაყრელი მომენტი შეექმნა – პირველ შემთხვევაში დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა და მცველმა „დააფარა“, ხოლო მეორედ საჯარიმოში შეჭრილს კარის ახლოდან დარტყმის საშუალება ისევ ტურინელმა ფეხბურთელმა არ მისცა, თამაშის მიწურულს ჩაკვეტაძეს ბურთი საჯარიმოშ მიუვიდა და ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მასპინძლების მცველს ვერ ააცილა.
შეხვედრის 36-ე წუთზე „ტორინოს“ პირველ შეტევა გოლით დასრულდა – საჯარიმოში მყოფი ჩე ადამსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ბრაგანცამ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. 43-ე წუთზე ეკელენკამპმა მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ფინტით ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.
67-ე წუთზე „უდინეზე“ მეკარე გაუმართლებლად გამოვიდა საჯარიმოს გარეთ ბურთი მოსაგერიებლად და თავის მცველს დაეჯახა, ხოლო კულენოვიჩმა ცარიელ კარში გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და უდინელები ზედიზედ მეოთხედ დამარცხდნენ. „უდინეზე“ 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი