გადრანმა „ბეითართან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
1

ლუკა გადრანმა იერუსალიმის „ბეითართან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თავისი მომავალი ებრაულ კლუბს 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
გადრანი „ბეითარში“ შარშან გადავიდა და ისრაელის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან იერუსალიმელებთან ერთად ვერცხის მედლები მოიგო და სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში გადრანმა „ბეითარში“ ჩემპიონატში 5-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგაში 2-ჯერ.
ლაშა თაბაგარი