გულიაშვილი არ ათამაშეს, დავითაშვილი განაცხადს მიღმა

0
4

სანტანდერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში შინ „ვალენსიას“ დაუზავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის მე-2 წუთზე „ვალენსიადან“ ანგარიში რაბამ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე ზაბირიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 47-ე წუთზე მასპინძლები მარტინმა დააწინაურა. 65-ე წუთზე „ვალენსიადან“ თავი ოტორბიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „რასინგი“ 8 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 რაუნდში „სენტ-ეტიენმა“ თავის მოედანზე „როდეზს“ 2:0 აჯობა. მასპინძლების განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი არ იყო. „სენტ-ეტიენი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი