ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და 0:3 დამარხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თადარიგში იყო და ისევ არ უთამაშია.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 62-ე წუთზე „ლივერპულის“ ნახევარმცველმა გრავენბერხმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 65-ე წუთზე ჰოლანდმა ანგარიში გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე დოკუმ სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 78-ე წუთზე „სიტიდან“ თავი შერკიმ გამოიჩინა და მანჩესტერელები 18 ქულით პრემიერლიგის სათავეში მოექცნენ. „ლივერპული“ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





