ოდიშარიას ორი საგოლე და საუკეთესოს წოდება

0
1

ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონატის 32-ე ტურში სახლში „იელგავასთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა.
სტუმრები 28-ე წუთზე ჰაშეკმა დააწინაურა, რომელმაც 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 55-ე წუთზე ოდიშარია მარცხენა ფლანგზე ერთ მეურვეს გაცდა და საჯარიმოში ზუსტი პასი ლემაჯიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა. 62-ე წუთზე პანიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
64-ე წუთზე ოდიშარიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და სტუმართა საჯარიმოში ისევ ლემაჯიჩი მოძებნა, რომელმაც „რიგასი“ დააწინაურა. 81-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ნდჯიკიმ გამოიჩინა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსგარემარბი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
23 წლის ოდიშარიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. „რიგასი“ 77 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი