ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტან ლუკა მოდრიჩს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში A ლიგის მე-3 ჯგუფში სახლში ინგლისთან 0:7 წაგების რცხვენია.
„არავითარი ორთაბრძოლა, არავითარი აგრესია, არავითარი ჯარიმა, არავითარი ერთობა. ნაკრებში 20 წელიწადია ვარ და უნდა ვთქვა, რომ თამაშის შემდეგ პირველად მრცხვენია.
შესაძლოა წააგო, როდესაც მეტოქე უკეთესია, მაგრამ ასე წაგება და რეპუტაციის გადუჭება დაუშვებელია. პირველად 20 წლის განმავლობაში ნამდვილად მრცხვენია.
ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დავადანაშაულოთ და როგორც ყოველთვის ერთად ყოფნაა საჭირო. დიდი ანგარიშით ადრეც წაგვიგია, მაგრამ ასეთი თამაში სავსებით სხვაა. მსგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია. ბოდიშს ვიხდი“ – იუწყება მოდრიჩის ნათქვამს ხორვატული მედია.
ლაშა თაბაგარი





