პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბრუნუ ფერნანდეში 41 წლის კრიშტიანუ რონალდუს შეკრებიდან წასვლას გამოეხმაურა.
„კრიშტიანუს ვესაუბრე და ნათქვამის გასამეორებლად მზად ვარ. ყველაზე მთავარია, რომ ამ ყველაფრი მიუხედავად კრიშტიანუ რონალდუს სამუდამოდ დარჩება ჩვენი ნაკრების, ფეხბურთის და ქვეყნის სიმბოლოდ, მისი შედეგების გათვალისწინებით არა მხოლოდ პორტუგალიაშია, არამედ, მთელ მსოფლიოში. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მხოლოდ ყველა დროის უდიდეს მოთამაშეებს შორის, არამედ, ყველა პორტუგალიელის გულში. მთავარია ეს უთანხმოება შევწყვიტოთ. ნაკრებში არავითარი დაჯგუფებაა არაა – ერთიანი ვართ და ასეთები დავრჩებით, მიუხედავად გვერდიდან ხმაურისა. ნებისმიერი ოჯახი პრობლემას დახურულ კარს მიღმა წყვეტს და მიმაჩნია, რომ ნაკრებშიც ასე უნდა მოხდეს. მთავარია ისტორია ყველა მონაწილისთვის კარგად დასრულდეს. ქვეყანას მოვუწოდებ რომ არ გაიყოს ვინმესთვის მხარდაჭერის გამო და პატივისცემა სიტუაციის ყველა მონილის მისამართით გამოხატოს. კრიშტიანუ ჩვენი ნაკრების მთავარ ხატად რჩება და ის ყველას პატივისცემას იმსახურებს, პირადი სიმპათიის მიუხედავად“ – იუწყება A Bola ფერნანდეშის ნათქვამს.
27 სექტემბერს ერთა ლიგაში სტუმრად ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში რონალდუ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამის შემდეგ, მან ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელსა და პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მხარეებმა მოაგვარეს.30 სექტემბერს ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდუ 1 ოქტომბერს დანიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს.
ამის მერე, კრიშტიანუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას ტოვებს და თავისი წასვლის მიზეზს მოგვიანებით განმარტავს.ის კოპენჰაგენიდან კერძო თვითმფრინავით მადრიდში დაბრუნდა
ჟეზუში და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა აეროპორტში შეეცადნენ რონალდუსთვის შეკრების დატოვება გადაეფიქრებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი





