ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელის სლავენ ბილიჩის თქმით, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ სახლში ინგლისის ნაკრებთან 0:7 დამარცხდებოდნენ. ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფში ხორვატებმა რიეკაში ინგლისელებთან არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს.
„ასეთი საღამოს შემდეგ რამეზე საუბარი რთულია. ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია. მეცოდება გულშემატკივრები, ბავშვები, ყველა ხორვატი ფანი, რომლების სტადიონზე მოვიდნენ, მაგრამ დამიჯერეთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენ ვართ. სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მეტოქეს კონკურენცია ვერცერთ კომპონენტში გავუწიეთ – აგრესიაში, ტექნიკაში, ფიზიკაში. ამ დროს თავდაჯერება იკლებს, კონცენტრაცია და სურვული იკარგება.
ერთა ლიგას როგორც გამოცდას აღვიქვამდით, რათა ზოგიერთ კითხვაზე პასუხები მიგვეღო. ჩვენ ისინი მივიღეთ და ძალიან მტკივნეული. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ არის ისეთი მატჩები როგორიც სევილიაში ჩავატარეთ და დასავიწყებელია, ხოლო ინგლისთან თამაშში თუ რამე შესაძლოა კარგი მოვძებნოთ, მთელი ცხოვრება უნდა დავიმახსოვროთ. ღმერთმა არ ქნას, რომ მსგავსი რამ განმეორდეს“ – იუწყება ხორვატული მედია ბილიჩის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი





