საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მეორე ჯგუფში შინ ჩრ.ირლანდიასთან 0:1 მარცხი დიდწილად ფეხბურთელების უმრავლესობის არასასურველ სათამაშო ფორმაში ყოფნას დააბრალა
ვილი სანიოლი: “ვფიქრობ, გეგმა სწორი იყო. იმედგაცრუებული ვარ, რადგან გოლის გატანის სამი-ოთხი ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა. მიქაუტაძეს ორჯერ, დვალს, კვარაცხელიას პენალტი. ვფიქრობ, ეს შედეგი ძალიან უსამართლოა, რადგან, ჩემი აზრით, მატჩის მოგება შეგვეძლო. გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გავიტანეთ და როცა გოლი ვერ გაგაქვს, ყოველთვის შეიძლება ბოლო წუთზე რაღაც მოხდეს. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა.
ამ დროისთვის კიტეიშვილს და ჩაკვეტაძეს 30–35 წუთზე მეტის თამაში არ შეეძლოთ. ასეთია ვითარება. შესაძლებლობა რომ მქონოდა, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იქნებოდნენ, რადგან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ფიზიკურად მზად არ არიან.
პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ბევრი ფეხბურთელი ფიზიკურად მზად არ არის და ამასთან გამკლავება დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ არ იყვნენ ისინი მოედანზე მატჩის დასაწყისში
სამწუხაროდ, ამჟამად გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების უმეტესობა არასასურველ სათამაშო ფორმაშია, ბევრ მათგანს 40-45 წუთზე მეტის თამაში არ შეუძლია. კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყვნენ, მათი სრულფასოვანი შემცვლელები კი არ გვყავს. პირველი ტაიმი საშუალო დონეზე ჩავატარეთ, მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მიქაუტაძეს ორი კარგი შანსი ჰქონდა, ხვიჩას პენალტიც იყო, რამდენიმე ძალიან კარგი სიტუაცია შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
როგორც ვთქვი, ფეხბურთელების ფორმიდან გამომდინარე დიდი არჩევანი არ გვაქვს. პირველ ტაიმში შეტევებს ნელა ინტენსივობა დაბალი იყო, ამიტომ, მეორე ტაიმში ცვლილებები მოვახდინეთ, მომენტები რომ გამოგვეყენებინა, სხვა შედეგი იქნებოდა, მაგრამ რეალობა ასეთია, რომელსაც უნდა შევეგუოთ. უკრაინასთან მატჩისთვის შესაძლოა, შემადგენლობაში მეტი არჩევანი მქონდეს.
გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე მცველს ჰქონდა კუნთი დაეჭიმა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. დაცვაში იძულებითი ცვლილებებიდან გამომდინარე შეტევაში რესურსი გვაკლდება. რა თქმა უნდა, ხანდახან შეცდომებს მეც ვუშვებ, რეალობას ვერ გავექცევით და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
ოთხი წელიწადია თუ ვინ დაარტყამს პენალტს, მიქაუტაძესა და კვარაცხელიას შორის წყდება. იმის მიხედვით, ვინ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. პენალტი მიქაუტაძესაც გაუცუდებია, ყველაფერი მათ შორის, მოედანზე წყდება. დიახ, ნამდვილად გვაქვს ჩაკვეტაძის შეცვლის პრობლემა, ეს საკითხი ჩვენს წინაშე დგას“.
ლაშა თაბაგარი





