ხვიჩა კვარაცხელია: “მადლობა ვილი!”

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგ ვილი სანიოლს დაემშვიდობა, რომელიც თანამდებობიდან დღეს დაითხოვეს.
ხვიჩა კვარაცხელია: “მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.
ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყველასთვის სამუდამოდ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავდადებისადმი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდები”.
გუშინ, ჩვენი გუნდი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მე-2 ჯგუფის პირველ მატჩში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩრ.ირლანდიასთან  0:1 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი