საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან ასეთი არჩევანი გააკეთა:
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), რობინ რისე (ლანსი), გიომ რესტე (ტულუზა).
მცველები: ენდი დიუფი (ინტერი), ჟერემი ჟაკე (ლივერპული), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (რეალი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), მაქსენს ლაკრუა (ჩელსი), ადრიენ ტრუფერი (ბორნმუთი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი).
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), ლუკას და კუნია (კომო), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (ლივერპული), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ესტებან ლეპოლი (რენი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი).
საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში იტალიას, ბელგიას და თურქეთს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ზიდანმა ეროვნულ გუნდში დიდიე დეშამი შეცვალა. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობა მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაიწყო. მოჰგვიანებით, ის მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
2016 წლის იანვარში ზიდანმა „რეალის“ თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა და გუნდს 2018 წლის 31 მაისამდე ავარჯიშებდა. ის მეორედ „რეალში“ 2019 წლის მარტში დაბრუნდა და თანამდებობა 2021 წლის 27 მაისამდე ეკავა.
მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში „ზიზუმ“ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ – სამჯერ. გარდა ამისა, მან „რეალს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორჯერ გაამარჯვებინა.
ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2000 წელს – ევროპის პირველობა. ის 1998 წელს „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





