პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. 72 წლის სპეციალისტმა შემდეგ მოთამაშეებს უხმო.
მეკარეები: დიოგუ კოშტა („პორტუ“), რუი სილვა („სპორტინგი“), სამუელ სოარეში („ბენფიკა“).
მცველები: გონსალო ინასიო („სპორტინგი“), ჟოაუ კანსელუ („ბარსელონა“), დიოგუ დალოტი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ნუნუ ტავარეში („ლაციო“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), რენატუ ვეიგა („ვილიარეალი“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), ტომაშ არაუჟუ („ბენფიკა“).
ნახევარმცველები: ბრუნუ ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაუ პალინია („ბენფიკა“), ჟოაუ ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), რუბენ ნევეში („ალ-ჰილალი“), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“) , ბერნარდუ სილვა („რეალ მადრიდი“).
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ნასრი“), ფაბიუ სილვა („დორტმუნდის ბორუსია“), ფრანსიშკუ ტრინკაუ („ალ-აჰლი“), ფრანსიშკუ კონსეისაუ („იუვენტუსი“), გონსალუ რამუში („მილანი“), ჟოაუ ფელიში („ალ-ნასრი“), პედრუ ნეტუ („ჩელსი“), რაფაელ ლეაუ („გალათასარაი“).
პორტუგალია ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფში ნორვეგიას, დანიას და უელსს შეხვდება.
ჟეზუში პორტუგალიელთა თავკაცად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ესპანელი რობერტო მარტინესის ნაცვლად დანიშნეს. ის კარიერის განმავლობაში პორტუგალიის „ბელენენსეშს“. „ბრაგას“, „სპორტინგს“, „ბენფიკას“, ბრაზილიის „ფლამენგოს“, თურქეთის „ფენერბაჰჩეს“, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ და „ალ-ნასტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





