„ექსელსიორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეგოიანია, მიმდინარე სეზონში მეორე თამაში წააგო და ისევ საკუთარ სტადიონზე. მე-6 ტურში როტერდამელები შინ „უტრეხტს“ დაუპირისპირდნენ და ქულაც ვერ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზედიზედ მეექვსედ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ბოლო 5 შეხვედრაში არ შეუცვლიათ. სტუმრები 36-ე წუთზე უკრაინელმა სტეპანოვმა დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე სლიტიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დე ვიტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ექსელსიორი“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. ეგოიანმა მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემა voetbal international ის პირველი და მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ლაშა თაბაგარი





