„დილამ“ გასვლაზე „გაგრას“ აჯობა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „გაგრამ“, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, გორის „დილა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, საბოლოოდ ქულაც ვერ აიღო.
შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა სენეგალელმა მუჰამედ დიუფმა პასი კარის წინ გახსნილ გვინეელ მოჰამედ კანტეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
33-ე წუთზე გაგრელთა კაპიტანმა ცოტნე ფაცაციამ სტუმართა საჯარიმოში უკრაინელი ვიქტორ ბლიზნიჩენკო მოძებან, რომლის გადაცემის მერე კართან ახლოს მდგომმა გურამ გოშთელიანმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
44-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიდერლანდელმა ლინდენ ედჰარტმა საჯარიმოში „გაგრას“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მარცხნიდან შესულმა დიუფმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.
54-ე წუთზე „გაგრამ“ კუთხური ჩააწოდა და დიუფმა თავის საჯარიმოში ბოსნიელი მცველი ვლადიმირ არსიჩი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ბექა კუნჭულიამ პენალტი დადო, რომელიც ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ გამოიყენა.
63-ე წუთზე შოთა შეყილაძე გაგრელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი შორეულ ძელთან გახსნილ ოთარ ფარულავას გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთი კარის ბადეში მოათავსა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბერძენი დიამანდის ვავალისის გაწვრთნილი „დილა“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. „გაგრა“, რომელსაც ვლადიმერ ხაჩიძე ხელმძღვანელობს, 31 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი