ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგა გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „ზირესთან“ სტუმრად პირწმინდად 0:3 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში ასევე თავის კარში სამი უპასუხო გოლი მიიღო.
მატჩის 25-ე წუთზე ბაქოელები აიდინმა დააწინაურა, ხოლო 39-ე წუთზე სეიდიევმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 70-ე წუთზე აიდინმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა გუნდის კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილს აგინეს, რომელმაც მათ იმავეთი უპასუხა.
გარდა ამისა, ქომაგები ვიპლოჟდან ტრიბუნაზე ჩასულ კლუბის პრეზიდენტს დავით კერესელიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და გაწევ-გამოწევაც იყო, რის გამო საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
ვითარების განსამუხტად სტადიონზე განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დანაყოფის გამოძახება გახდა საჭირო და ისინი „რამაზ შენგელიაზე“ მანამდე დარჩნენ, ვიდრე დირკ შუსტერმა პერიმეტრი დატოვა.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „ზირე“ (ბაქო) 0:3 (0:2)
16 ივლისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“: გოშაძე, კუპრავა, ლაცაბიძე (ნადარაია, 57), შიმიჩი, სტამატოვი (პინსონი, 46), ბუკია, მამუჩაშვილი, სკორუპი (ითრაქი, 75), არაბიძე, ანდრიჩი (დეისაძემ 57), პირესი,
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
„ზირე“ : ბაირამოვი, სეიდაევი, მუცინზი, რენანი, ალიევი, კონატე ( იბრაჰიმლი, 74), გუიმა, ვიეირინია (პაპუნაშვილი, 75), აიდინი (ჯიბრილა. 75), ვოლკოვი (ბოგომოლსკი, 85), მარტინში (დიგბუ, 85).
მთავარი მწვრთნელი: რაშად სადიგოვი,
გოლები: 0:1 აიდინი (25), 0:2 სეიდაევი (35), 0:3 აიდინი (70)
გაფრთხილება: ვიეირინია (55)
მთავარი მსაჯი: მ, კაპრალი (უნგრეთი).
ლაშა თაბაგარი





