კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
რუმინეთის ჩემპიონმა პირველ მატჩში სტუმრად ბელარუსის „ვიტებსკი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო სახლში მეტოქეს 1:0 აჯობა.
კრაიოვაში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საგოლე პასი ბანკუს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა – პირველი „კლუჟთან“ სუპერთასზე მოგებულ შეხვედრაში მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





