„დინამოების“ დერბი თბილისელებმა მოიგეს

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და 2:1 აჯობა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის მე-7 წუთზე ნიკა კალანდარიშვილი მასპინძლების ნახევარზე ალექსანდრე კალანდაძეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ალბანელ უერდი მარას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1.
75-ე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა და ბათუმელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ბოსნიელმა მცველმა ნუმან კურდიჩმა მოიგო, ხოლო ფრანგმა გარემარბმა მაქსიმ ტეიშერამ დებიუტი თავით შეგდებული გოლით აღნიშნა – 1:1.
86-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა კოტდივუარელმა აბდულაი იორომ პასი გააკეთა და ბურთი ხელში შეცვლაზე შესულ ბულგარელ მცველ ივან ტურიცოვს მოხვდა, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარდება, ხოლო მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა. ნინუამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:1. განვლილ შეხვედრაში ტურიცოვის გარდა. ბათუმელტა რიგებში სადებიუტო თამაში ებრაელმა ნახევარმცველმა ავაკა ეშეთემ გამართა.
თბილისელები 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. ქეცბაიას შეგირდები 27 ივნისის საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში სტუმრად თანაქალაქელ „იბერიას“ შეხვდებიან.
გიორგი ჭიაბრიშვილი თავკაცობით ბათუმელებმა 27 ქულა დააგროვეს და მე-5 პოზიციაზე არიან. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური 8 აგვისტოს ჩატარდება.
დინამო თბ 2:1 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი