მარსელო ბიელსა: „განსხვავება უნდა შექმნა“

0
1

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსაა მიაჩნია, რომ მატჩის მოსაგებად განსხვავების შექმნაა საჭირო. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის H ჯგუფში საუდის არაბეთთან 1:1 დასრულებული შეხვედრის მერე განაცხადა.
„როდესაც გუნდი, რომელმაც განსხვავება უნდა შექმნას ბურთი კონტროლის ან საგოლე მომენტების კუთხით და ამას ვერ აკეთებს, მაშინ უფრო სუსტი მეტოქე რაღაცის დაპირისპირებას ბედავს“ – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს AP.
განვლილი შეხვედრის 41-ე წუთზე საუდის არაბეთი ალ ამრიმ დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე ანაგრიში არაუხომ გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი