„კრისტალ პალასს“ სათავეში პიერ საჟი ჩაუდგა. ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 47 წლის ფრანგმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან „კრისტალ პალასში“ ავსტრიელი ოლივერ გლასნერი შეცვალა, რომელიც გუნდს 2024 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა და არსებობის ისტორიაში პირველი ევროთასი მოაგებინა. კერძოდ, უეფას კონფერენს ლიგაში გაამარჯვებინა.
საჟი გასულ სეზონში „ლანსს“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 70 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-2 ადგილი დაიკავა. მანამდე, ის 2023-2025 წლებში „ლიონს“ ავარჯიშებდა, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავდა.
ლაშა თაბაგარი





