ოლივიე ჟირუმ „ლილთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ხელშეკრულება 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე დადო. ის „ლილში“ 2026 წლის ივლისიდან გამოდის.
39 წლის ჟირუმ გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „ლილმა“ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





