პეტკოვიჩი ალჟირს 2028 წლამდე უხელმძღვანელებს

0
2

ვლადიმერ პეტკოვიჩმა ალჟირის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2028 წლამდე უხელმძღვანელებს. 62 წლის პეტკოვიჩი, რომელიც წარმოშობით ბოსნია-ჰერცეგოვინიდაა დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.
ის ალჟირის ნაკრებში 2024 წლის თებერვალში მიიწვიეს, მას მერე, რაც ეს აფრიკული ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ ვერ მოხვდა.
მანამდე, პეტკოვიჩი 2014-2021 წლებში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს უძღვებოდა.
62 წლის სპეციალისტი საკლუბო დონეზე შვეიცარიის „ლუგანოს“, „ბელინცონას“, „იანგ ბოიზს“, „სიონს“, თურქეთის „სამსუნსფორს“, იტალიის „ლაციოს“ და საფრანგეთის „ბორდოს“ ავარჯიშებდა.
მან 2012-2013 წლების სეზონში „ლაციოს“ იტალიის თასი მოაგებინა,
აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირი J ჯგუფში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას, ავსტრიას და იორდანიას დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი