ერიქსენის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

0
1

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც უკრაინასთან (2:1) ამხანაგურ მატჩში გონება დაკარგა.
ერიქსენი მოედანზე მატჩის 65-ე წუთზე დაეცა. ცოტა ხნის შემდეგ, ის გონზე მოვიდა და ფეხზე წამომდგარმა მოედანი თავის მეუღლე საბრინასთან ერთად გულშემატკივრების ტაშის ფონზე დატოვა. შეხვედრა აღარ გაგრძელებულა. „კრისტიანი კარგადაა. მან მოედანი თავად დატოვა ჩემი აზრით კარდიოსტიმულატორი როგორც საჭიროა ისე მუშაობს. ერიქსენმა გონი გარკვეული ხნის განმავლობაში დაკარგა, მაგრამ დროულად გამოფხიზლ და მასთან კონტაქტი სწრაფად დავამყარეთ.
მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რათა ექიმებმა მომხდარის მიზეზი დაადგინონ. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ექიმებთან, რომლებიც ერიქსენთან ერთად საავადმყოფოში არიან. კრისტიანი თავს კარგად გრძნობს. მან მთხოვა ყველასთვის გადამეცა, რომ კარგადაა“ – იუწყება ბოესენის ნათქვამს დანიური მედია.
ევრო 2021-ზე დანია-ფინეთის (0:1) მატჩის დროს ერიქსენს გულის შეტევა მოუვიდა და გონდაკარგული ბალახის საფარზე დაეცა. მაშინ, მას გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებბა დანიელის გონზე მოყვანა მოახერხეს. ამის გამო, ერიქსენმა ოპერაცია გაიკეთა და გულის კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს.
ლაშა თაბაგარი