ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდულის წევრი, საბა ხარებაშვილი, რომელმაც ივნისის შეკრება ეროვნულ გუნდთან ერთად გაიარა და ბაჰრეინთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 19-წლამდე ნაკრებს 9 ივნისს, ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა, შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ფრედ – 1:1 ითამაშა. ხოლო სტუმარი გუნდების ერთმანეთში გასამართი შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





