„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი ესპანეთის ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
18 წლის იამალი პირველი ესპანელია, რომელმაც ჯილდო მოიგო. ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეს 2009 წლიდან ავლენენ.
მანამდე, საუკეთესო 9-ჯერ ლიონელ მესი გახდა, 2-ჯერ – ქარიმ ბენზემა, ხოლო თითოჯერ – კრიშტიანუ რონალდუ, ანტუან გრიზმანი, იან ობლაკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგები, ჯუდ ბელინგემი და რაფინია.
ლაშა თაბაგარი





