21-წლამდელებმა აშშ-სთან მატჩამდე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს

0
1

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელა ნაკრები ხვალ ბლაგოევგრადში, ხრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე ამერიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.
რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს ბრანსკოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ტრავმების გამო გუნდს, რომელსაც ექვსი ახალწვეული ჰყავს, შეკრების დაწყებამდე – გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ალეკო ბასილაძე და გიორგი გვასალია გამოაკლდა. ხოლო გუნდის ბირთვის კიდევ ორი წევრი – ირაკლი ეგოიანი და საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული. აღნიშნულ მატჩებში გუნდს ასევე ვერ დაეხმარება – ანდრია ბართიშვილი, რომელიც 19-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში მონაწილეობს.
U 21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი), საბა ზოიძე (გაგრა).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე).
ლაშა თაბაგარი