კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის „იბერიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ნაცვლად „დინამო არენაზე“ გაიმართა. საქმე ისაა, რომ მე-13 ტურში თამაშის დასრულების შემდეგ, „იბერიას“ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ბალახის საფარი დაზიანა. აქედან გამომდინა, თბილისელებმა გაგრელები ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საფეხბურთო არენაზე მიიღეს.
შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს ზვიად ნაჭყებიას ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგ, სტუმართა უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ ბურთი „ცხრიანიდან“ „გამოაძრო.
56-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ თავის ნახევარზე გიორგი კუციას მოტყუევა მოინდომა და დაკარგა ბურთი, რომელიც ანდრია ბართიშვილს მიუვიდა, ეს უკანასკნელი კი ზურაბ ჭავჭანძეს გაცდა, რის შემდეგ მარხცხენა ფეხიღ შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. 17 წლის ბართიშვილმა „იბერიას“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ ორი თამაშის ვერმოგების შემდეგ, 3 ქულა აიღო. გუგა ნერგაძის გაწვრთნილი გუნდი 27 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ 11 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
„მეშახტემ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 1:4 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა, ხოლო 50-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი ლადო ჩიხრაძის დარტყმულს ხორვატი მატეო შიმიჩი გადაეფარა, მაგრამ ტყიბულელთა ნახევარმცველმა მეორე ცდით ანგარიში გახსნა.
53-ე წუთზე „მეშახტეს“ მცველმა მოგერიებისას თანაგუნდელს მოახვედრა ბურთი, ხოლო მახვილი კუთხიდან დიეგო დეისაძის დარტყმის მერე, მასპინძლები გოლს გვერდითმა ძელმა გადაარჩინა, მაგრამ სერბმა კომნენ ანდრიჩმა ზუსგტად დაამატა.
63-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ლევან შოვნაძემ მუშტებით ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო დეისაძემ თავით პასი ანდრიჩს გაუკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
69-ე წუთზე არაბიძემ „კედელი“ გაითამაშა ანდრიჩთან შემდეგ მეკარეს პირისპირ შეატოვა სერბი, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა. 78-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა არაბიძემ მარჯვენათი დაარტყა და „მეშახტეს“ კაპიტანმა გიორგი ბურდულმა დააფარა, მაგრამ „ტორპედოს“ ლიდერმა უკვე მარცხენა ფეხით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე პასია.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 23 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 10 ქულა დააგროვა და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





