მძიმე პერიოდი უდგას გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“. ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, გუნდმა შიდა ჩემპიონატშიც ვერ იპოვა საკუთარი თამაში და კანარის კუნძულების დერბიში „გრან კანარიასთან“ დიდი სხვაობით — 83:102 დათმო. ეს კუნძულელებისთვის ზედიზედ მეხუთე მარცხია ყველა მიმდინარე ტურნირზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გოლიათი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ის სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 21 წუთში შერმადინმა 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგი ფარის ქვეშ თითქმის უშეცდომო იყო — 8-დან 6 ორქულიანი (80%) და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
ამ მარცხის შემდეგ „ტენერიფე“ მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა. წინ კი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა — 17 მაისს ქართული დერბი შედგება, სადაც შენგელიას „ბარსელონა“ სწორედ შერმადინის გუნდს ესტუმრება.





