ლევან კორღალიძე გორის “დილა” დიდი მოტივაციით ჩაიბარა. მან ამის შესახებ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან კორღალიძე: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი როგორიც გორის ,,დილაა”. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელებს ნდობისთვის. ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და აქ ძალიან დიდი მოტივაციით მოვედი.
მე გათავისებული მაქვს რამხელა პასუხისმგებლობაა იყო გორის “დილას” მწვრთნელი.
გორის “დილას” თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი რაც ამ გუნდს ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, რაც არ უნდა კარგი იყოს, ასეა ,,დილაშიც”. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შესაძლოა მალე აღმოვფხვრათ.
ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ გუნდში რამე რადიკალურად შევცვალოთ. “დილა” ისედაცაა ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდი. მე ვეცდები, რომ ამ წარმატებას პატარ-პატარა დეტალები შევმატო, რაც უფრო მეტად წარმატებულს გახდის ამ კლუბს. ეს გათავისებული მაქვს.
ახლა ჩვენი ყველა დიდი ,,მტერი” არის დრო ერთ ან ორ კვირაში რამეს შეცვლა რთული იქნება/ გაუმჯობესებას ეტაპობრივად დაინახავთ.
რაც შეეხება ევროტურნირებს, მე არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. მე ვფიქრობ რომ არამარტო ჩვენ, არამედ შარშანდელი ევროტურნირების მონაწილე ყველა გუნდი გავაკეთებთ სწორ დასკვნებს, რომ წელს მეტად წარმატებული იყვნენ ქართული კლუბები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში გორის “დილა”. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ვინ იქნება, თუმცა ვეცდებით რაც შესაძლოა მეტი ეტაპი გადავლახოთ.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, შევეცდებით მაქსიმალურად მეტი თამაში მოვიგოთ. ,,იბერიაში” 30- მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, შევეცდები ეს შედეგი აქაც განმეორდეს”.
კორღალიძის დებიუტი “დილას” თავკაცის რანგში პარასკევს 15 მაისს სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” გასამართ შეხვედრაში შედგება, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
კორღალიძის დებიუტი “დილას” თავკაცის რანგში პარასკევს 15 მაისს სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” გასამართ შეხვედრაში შედგება, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





