კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„ის ფაქტი, რომ ანჩელოტი მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას განაგრძობს, არა მხოლოდ ფეხბურთის კონფედერაციის მხრიდან მის მხარდაჭარეზე მეტყველებს, არამედ ეს ნდობაა, რომელიც გუნდისგან და ბრაზილიელი გულშემატკივრებისგან დაიმსახურა, როდესაც 2025 წლის მაისის ბოლოს თანამდებობაზე დაინიშნა“ – ნათქვამია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
66 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ჩატარებული 10 მატჩიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და სამი წააგო. აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ბრაზილია C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდება.
ცნობისთვის, ბრაზილიამ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში მოიგო, სადაც ფინალში გერმანია დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი





