კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დასახელდა

0
12

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახლეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მსგავსი შედეგი ჰარი კეინმა („ბაიერნი“), ვიქტორ ოსიმენმა („გალათასარაი“) და ფრანსისკო ტრინკაუმ („სპორტინგი“) აჩვენეს. თუმცა, ხვიჩას შანსი აქვს, რომ საუკეთესოს პრიზი მეხუთედ მოიგოს, რადგან 30 მაისს ბუდაპეშტში პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
თამაშის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდნენ: კილიან მბაპე („რეალი“), ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“), ენტონი გორდონი („ნიუკასლი“), იენს პეტერ ჰაუგე („ბოდო-გლიმტი“). შარლ დე კეტელარე („ატალანტა“), დეკლან რაისი („არსენალი“), ხავი სიმონსი („ტოტენჰემი“).
ლაშა თაბაგარი