დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

0
7
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Semi Final - France v Morocco - Al Bayt Stadium, Al Khor, Qatar - December 14, 2022 France coach Didier Deschamps celebrates after the match as France reach the final REUTERS/Kai Pfaffenbach

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის 26-კაციანი სია ასეთია.
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი, იტალია), ბრის სამბა (რენი), რობინ რისე (ლანსი).
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა, ინგლისი), მალო გუსტო (ჩელსი, ინგლისი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), მაქსენს ლა კრუა (კრისტალ პალასი, ინგლისი), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია).
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ფენერბაჰჩე, თურქეთი), მანუ კონე (რომა, იტალია), ადრიენ რაბიო (მილანი, იტალია), ორელიან ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
თავდამხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), , უსმან დემბელე (პსჟ),ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი, ინგლისი), კილიან მბაპე (რეალი, ესპანეთი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია).
საფრანგეთის ეროვნული გუნდი აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე I ჯგუფში სენეგალს, ერაყსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ფრანგებმა 2018 წელს რუსეთში მსოფლიო პირველობა მოიგეს, ხოლო 2022 წელს კატარში ფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი