„მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოს წინა 33-ე ტურში შინ „ლორიანთან“ 0:4 დამარცხდა.
მასპინძლებში გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად სასტარტოში მყოფმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ მოედანი 64-ე წუთზე დატოვა. გარემარბი გიორგი აბუაშვილი თამაშში მე-40 წუთზე ჩაერთო.
სტუმრებმა პირველი ტაიმი ერთი ბურთით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ სამი ბურთი გაიტანეს. „მეცს“, რომელიც ლიგიდან უკვე გავარდნილია 16 ქულა აქვს და ბოლო მე-18 ადგილზეა. სეზონის დასრულების შემდეგ „მეცში“ დიდი ალბათობით არცერთი ქართველი ლეგიონერი დარჩება, რადგან სამივეს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდებათ.
ლაშა თაბაგარი





