საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა 33-ე ტურში პსჟ-მ „ბრესტი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ფაბიან რუისის ნაცვლად ჩაერთო. ამჯერად, ხვიჩას საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი დეზირე დუემ 82-ე წუთზე გაიტანა. პსჟ-ს 73 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ 6 ქულით ასწრებს. თუ პარიზელები 13 მაისს 29-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სტუმრად „ლანსთან“ არ დამარცხდებიან, მაშინ მორიგ ჩემპიონის ტიტულს სეზონის დასრულებამდე გაოფორმებენ.
ლაშა თაბაგარი





