„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ბოლო ადგილს თავი დააღწია.
33-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „კიოლნს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მანამდე ჩატარებული ზედიზედ 4 მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გოლი არ გაუტანია. ბუდუმ 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-8 წუთზე მასპინძლები შოპნერმა დააწინაურა, ხოლო ორ წუთში ბულტერმა ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე არიჯონ იბრაჰიმოვიჩმა სტუმრები წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე შოპნერმა დუბლი შეასრულა და ეს გოლი თამაშში საბოლოო აღმოჩნდა.
„ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ბოლოადგილოსან „ზანკტ პაულს“ და მე-16 პოზიციაზე მყოფ „ვოლფსბურგს“.
ლაშა თაბაგარი





